აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში ცხოველთა თავშესაფარში გაიხსნა ვაკანსია მოხალისეებისთვის, რომლებიც გოჭებს სოციალიზაციაში დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი ავრცელებს.
თანამშრომლის მოვალეობებში გოჭების ჩახუტება,მოფერება და ორცხობილებით კვება შედის. თავშესაფრის ხელმძღვანელობის აზრით, ეს გოჭებს ადამიანებთან შეჩვევაში და ახალ პატრონთან შეგუებაში დაეხმარება.
ახლა ფერმაზე 100-მდე ღორი და ათობით სხვა ცხოველი ცხოვრობს.
კომენტარები