არიზონაში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც COVID19-ის სამკურნალოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რეკომენდირებულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებდა. BBC-ის ცნობით, გარდაცვლილის მეუღლის მდგომარეობაც კრიტიკულია.
პრეპარატის მიღების შემდეგ, 60 წლის წყვილი მალე ცუდად გახდა და არიზონაში მდებარე ბანერის ჯანმრთელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ცნობისთვის დონალდ ტრამპმა ჰიდროქსიქლოროქინი და მასთან დაკავშირებული წამალი „ქლოროქინი“ დაასახელა, როგორც „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საშუალება.
ჰიდროქსიქლოროქინის პრეპარატი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მალარიისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ დაასახელა, თუმცა ახალი კორონავირუსის მკურნალობისთვის დადასტურებული ჯერ არ არის.
კომენტარები