აშშ-ში, ლოს-ანჯელესში არასრულწლოვანი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ლოს-ანჯელესის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბარბარა ფერერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ფაქტი იმის შეხსენებაა, რომ კორონავირუსი ყველა ასაკის ხალხს ემუქრება.
ცნობილია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ლანკასტერში ცხოვრობდა. სხვა დეტალები გასაჯაროებული არ ყოფილა. როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, სავარაუდოდ, იგი პირველი არასრულწლოვანია აშშ-ში, ვინც კორონავირუსით გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 593 ადამიანი.
კომენტარები