აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსს 60 876 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო ფრაოდენობას, მათი რიცხვი 1 038 451-მდე გაიზარდა.
სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ნიუ-იორკის შტატზე მოდის, სადაც ვირუსს 23 384 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 299 691 ადამიანი კი დაინფიცირდა.
კომენტარები