აშშ-ში კორონავირუსის 1 103 781 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, გაზრდილია გარდაცვლილთა რაოდენობაც – ქვეყანაში COVID 19-ს 65 068 ადამიანი ემსხვერპლა. CNN-ი აზუსტებს, რომ მომდევნო დღეებში ეს ციფრები გაიზრდება, რადგან ჰოპკინსის უნივერსიტეტი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაში სავარაუდო შემთხვევებსაც ჩათვლის.
ამასთან, დღეიდან ამერიკის 5 შტატში საკარანტინო ზომები შემსუბუქდა.
კომენტარები