აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა.
“Pfizer-ისა” და “Moderna-ს” ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას შეძლებენ ადამიანები, რომლებსაც მანამდე მიღებული დოზების შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ, რაც დაფიქსირდა სიმსივნით დაავადებულ უამრავ პაციენტში, ადამიანებში, რომლებსაც რომელიმე ორგანო გადანერგილი აქვთ, იმუნოდეფიციტის ვირუსებით დაავადებულ პაციენტებსა იმ ადამიანებში, რომლებიც იმუნოდეპრესიულ საშუალებებს ღებულობენ.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ პანდემიის ახალი ტალღა, რომელიც აშშ-ში დაიწყო, იმუნიტეტდაქვეითებულ მოქალაქეებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.
ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ე.წ. “ბუსტერ“ დოზის საყოველთაო გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაცემულა და ის მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის არის დამტკიცებული.
კომენტარები