აშშ-ში საქართველოს საელჩო კორონავირუსის გამო აშშ-ის საზღვარზე შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.
„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით შეიზღუდა აშშ-ის საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეების მიღება, ვინც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდა ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში.
შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
შეზღუდვა არ ეხებათ აშშ-ის მოქალაქეებს, ამერიკაში ლეგალურად მუდმივად მცხოვრებ პირებს, აშშ-ის მოქალაქეების უახლოესი ოჯახის წევრებს (პირველი რიგის ნათესავებს), აშშ-ის მოქალაქისა თუ მუდმივად მცხოვრები პირის ნაშვილებ უცხოეთის მოქალაქეს და არასრულწლოვან და-ძმას. სრული ჩამონათვალი იხილეთ პრეზიდენტის განკარგულებაში
აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შედის 13 მარტის ღამის 11:59 საათიდან (EST -აღმოსავლეთ სანაპიროს დროით).
საელჩოს ინფორმაციით, ჯერჯერობით ევროპიდან ფრენები ორივე მიმართულებით კვლავ ხორციელდება, ისევე როგორც სტამბულის, კიევისა და დოჰას მიმართულებიდან.
რადგან აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრდან ინფორმაციის დაზუსტება ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად საელჩო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში. გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს ვებ-გვერდსა და FB-გვერდს.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:
კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;
აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები — საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ ბმულებზე:
U.S. Department of Homeland Security: Homeland Security Acting Secretary Chad F. Wolf’s Statement on Presidential Proclamation To Protect the Homeland from Travel-Related Coronavirus Spread
კომენტარები