კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეს ნაბიჯი ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი თანხები კორონავირუსთან საბრძოლველად გამოიყენოს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 1984 წლის სტეფორდის კანონის შესაბამისად მოხდა, რომელიც ფედერალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. უბედური შემთხვევების დროს დახმარების გაწევის ფონდში 42 მილიარდი დოლარია აკუმულირებული და ფედერალურ ხელისუფლებას წვდომა ექნება ამ თანხებზე საგანგებო მდგომარეობის დროს.
6 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
კომენტარები