აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა დასრულდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არიზონასა და დანარჩენ ე.წ. მერყევ შტატებში გაიმარჯვა.
ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, დემოკრატების კანდიდატმა და მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი 226.
Assosiated Press-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პარლამენტის ორივე პალატაში – სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში, უმრავლესობას მოიპოვებს. AP-ის ცნობით, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში 213 ადგილი მოიპოვეს, დემოკრატებმა კი 202. სენატში რესპუბლიკელებს 100-დან 53 ან 54 ადგილი ექნებათ. უმრავლესობის მისაღწევად 218 მანდატია საჭირო.
კომენტარები