france24.com ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ენერგეტიკის სამინისტროს 15 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვა დაავალა, რომლებიც აშშ-ის სტრატეგიულ მარაგებში შედის.
ამ გადაწყვეტილების მიზანია საწვავზე ფასების სტაბილიზაცია. სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის მიწოდება დეკემბერში მოხდება. ბაიდენი დამატებითი მარაგების გაყიდვასაც არ გამორიცხავს.
გაზაფხულის შემდეგ აშშ-მა სტრატეგიული მარაგებიდან უკვე 180 მლნ ბარელი ნავთობი გაყიდა, რისი წყალობითაც ფასების გარკვეული შემცირება მოხერხდა. აშშ-ის ადმინისტრაცია სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობს იქამდე გაყიდის, ვიდრე მისი ფასი ერთ ბარელში 62-72 დოლარს არ მიაღწევს.
თეთრმა სახლმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ, რასაც, ბუნებრივია, მისი გაძვირება მოჰყვება.
კომენტარები