ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
“#bუკაdეილიnიუსი უცებ უცებ გეტყვით, რომ:
– შავი ზღვის აკვატორიაში, საერთშორისო საჰაერო სივრცეში!!!!! ამერიკუილი უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედება განახორციელეს რუსულმა სუ-27-ებმა, რის შემდეგაც აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა სადაზვერვო თვითმფრინავის უტილიზაცია (ჩვენებურად განადგურება :)))))! ურდო უარზეა! ცხადია, იცის, რომ პასუხი მოეთხოვება! ყველა შემთხვევაში მოეთხოვება! ეს არ არის კარიბის კრიზისის დონის შემთხვევა (მაშინ ამერიკელი მფრინავი დაიღუპა), მაგრამ აშშ თავისი პილოტიანი თუ უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას არავის, მითუმეტეს რუსეთს, არ გაუტარებს!
– ასევე არ შერჩება რუსეთს უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები! ჰააგის სასამართლოში დარეგისტრირდა პირველი ორი საქმე რუსეთის წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეებისა და სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების საქმეებზე გამოიკვეთბა კონკრეტული ბრძანების გამცემი და შემსრულებელი ბრალდებული პირების ჯგუფი! მოსკოვს ჰააგის არ სჯერა, ანუ არ ცნობს საერთაშორისო სასამართლოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით საბრალდებო სკამზე ურდოს დასმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რუსეთისთვის ნიურნბერგის მომზადების საქმეში!
– დღეს რამშტაინის მორიგი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართება. უკრაინის თავდაცვის მინისტრს უკვე ჰქონდა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან წინასწარი ორმხრივი კონსულტაციები; ვნახოთ ვინ რას გამოაცხადებს დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით; შესაძლოა, უკვე დღეს გახდეს ოფიციალურად ცნობილი, რომ პოლონეთი და სლოვაკეთი თავის მიგ-29-ებს უახლოეს ხანებში გადასცემენ უკრაინას;
– აქტიური ფრონტის მნიშვნელოვან ნაწილებში, კერძოდ ზაპოროჟიეს, ყირიმის, ხერსონის და ლუჰანსკის მიმართლებებეზე ურდო აქტიურად გადადის თავდაცვით პოზიციებში და ემზადება ჩვენების შეტევის მოგერიებისთვის;
– ერთადერთი მონაკვეთი, სადაც მითიური მსოფლიოს “მეორე არმია”, ისიც კუხარკა პრიგოჟინის ვაგნერის ხარჯზე, უტევს ჩვენს პოზიციებს, ეს არის ბახმუტი და მიდებარე დასახლებული პუნქტები;
– კვლავ მძიმე ბრძოლებია უშუალოდ ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში; პრიგოჟნის ორკ-ესტრანტები მთელი ძალით გვიტევენ, რომ როგორმე შედეგს მიაღწიონ ბახმუტში. ჩვენებიც ყველა ღონეს ხმარობენ მათ შესაკავებლად, რათა პირველ რიგში არ დაუშვან ბახმუტში ჩვენი კონტიგენტის ალყაში მოქცევა, ამავე დროს მაქსიმალურად გაანადგურონ ვაგნერის ყველაზე ქმედუნარიანი ნაწილები და ამით უდიდესი როლი ითამაშონ ჩვენების მიერ გამანადგურებელი კონტრ იერიშის მომზადებასა და წარმატებით განხორციელებას შორის!
– უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ პეტრენკო, რომელსაც მე პირადად კარგა ხანია ვუსმენ და ვენდობი, აცხადებს, რომ კონტრიერიშის ზუსტ თარიღს ვერავინ იტყვის, მაგრამ მისი მტკიცებით ის აუცილებლად დაიწყება 31 მაისამდე! ჰოდა, მეც გეტყვით ჩვენს სიახლეს: აუცილებლად მიიღებთ #bუკაdეილიnიუსი ს მართლაც რომ ცინცხალ ამბებს ბრძოლის ველიდან! თქვენც გექნებათ შესაძლებლობა მათი მომზადების პროცესში თანამონაწილეობის! დეტალებს ცოტა
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველოშიც გვექნება სიცხადე 2023-ში! პუტლერის რეჟიმი გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები