აშშ თურქეთს საქართველოთი ჩაანაცვლებს! – წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ნათელმხილველის სახელით ცნობილი ლელა კაკულია.
„ვხედავ, თურქეთი ვერ იქნება ბოსფორის სრუტის ერთპიროვნული მეპატრონე, რომელიც თავად გადაწყვეტს, ვინ შემოუშვას შავ ზღვაში და ვინ – არა. ამ საკითხს ევროპა-ამერიკა-ნატო გადაწყვეტენ. შავი ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია სამხედრო დანიშნულებით. ამიტომ ეს საკითხი უკვე მარტო თურქეთს კი არ ეხება, არამედ ყველა წამყვან ქვეყანას. იგი განსაკუთრებით ნატოს ინტერესებში შედის და ისინიც ქმნიან და ამტკიცებენ კანონს.
თურქეთი კი წამოიკნავლებს, მაგრამ სწრაფადვე ჩაცხრება. ისედაც არ მოსწონთ ბოლო წლებში თურქეთის პოლიტიკა ევროპასა და განსაკუთრებით კი ნატოს, ამერიკას. ვხედავ, ისინი ძალიან მონდომებულნი არიან, რომ თურქეთს ჭკუა ასწავლონ, რათა მომავალში ეს სახელმწიფო ამბიციებმა აღარ შეაწუხოს და მან თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო პოლიტიკაში ყოველგვარი თამაშისა და ორპირობის გარეშე.
თურქეთ-რუსეთის „მეგობრული ალიანსი“ ამერიკას, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია და ისინი, ევროპა-ამერიკა კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ ერთადერთი საიმედო პარტნიორი შავ ზღვასა და კავკასიაში არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ევროპას დააკმაყოფილებს ენერგო-რესურსების საკითხებში, განსაკუთრებით კი იმით, რომ პრობლემებს არ შეუქმნის და რუსეთივით გაზს არ გადაუკეტავს“, – წერს კაკულია.
კომენტარები