აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში განხორციელდება.
პაკეტი მოიცავს NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტებს, Stinger რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, “ჰაერი-მიწა” კლასის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემებს.
ასევე პაკეტში შედის Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები და ა.შ.
კომენტარები