ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს.
გადადგა ანქვაბიც, დე ფაქტო “პრემიერ-მინისტრის” პოსტზე ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხელი პროტესტის ფონზე, 2 დღის წინ მოაწერეს. ეგრეთწოდებული მთავრობა გადადგა, ოპოზიცია კი სამთავრობო შენობებიდან გამოვიდა და პროტესტი შეწყვიტა.
კომენტარები