ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
რა ხდება ისრაელ-პალესტინის ომში ამ მომენტისთვის?– ისრაელმა დილით 24 საათიანი ვადა მისცა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას (დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი), რათა მათ დატოვონ ეს ტერიტორია და გადაინაცვლონ რუკაზე წითელი ზოლით ნაჩვენები ტერიტორიის ქვევით;– როგორც ჩანს, ისრაელი ამ დროის ამოწურვის შემდეგ დაიწყებს ოპერაციას ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში (რუკაზე წითლად მონიშნული ხაზის ზევით);– “ჰამასი” მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაუჯერონ ისრაელს და არ გადავიდნენ სამხრეთ ნაწილში. “ჰამასისთვის” მნიშვნელოვანია მათი ადგილზე დარჩენა საომარი მოქმედებების დროს;– ისრაელის მხარდაჭერის მიზნით ამ ქვეყანაში ჩავიდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი;– აშშ-ს თავდაცვის მდივანი ბლინკენი კი ისრაელის შემდეგ ამანში ჩავიდა და იორდანიის მეფეს შეხვდა;– ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი კი ლიბანში ჩავიდა და “ჰესბოლას” ლიდერს ნასრალას შეხვდა;– პალესტინის მხარდამჭერი მიტინგები იმართება ირანში, თურქეთში, ლიბანში, ერაყსა და იორდანიაში;– ასობით ლიბანელი და იორდანელი დემონსტრანტი მოძრაობს ისრაელის მიმართულებით, რომლებიც საზღვრის გადალახვასა და ისრაელში შეღწევას ცდილობენ;– “ჰამასმა” რაკეტები გაუშვა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. საპასუხოდ, ისრაელი აგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვას;– “ჰამასის” ტყვეობაში ისევ რჩება ათობით მძევალი;– იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს. ისრაელში გარდაცვლილია 1 300-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია 3 400, პალესტინაში – 1 537 (+დაახლოებით 2 500 “ჰამასის” მებრძოლი) და დაჭრილია 6 612 ადამიანი.
კომენტარები