სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, კაფე მზიურის ფოტოს ავრცელებს და წერს:
“წარმოუდგენელია. ასობით პოლიციელი დარაჯობს 1 დროშას ?️?”
კაფე “მზიური”:
? კაფეს ეზოში დავტოვეთ ასამდე პოლიციელი, რომლის იმედადაც რჩება დღეს მზიურის კაფე.
გახსნის დღიდან ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თანასწორი, ინკლუზიური სივრცე და ვიყოთ ყველას კაფე. ცისარტყელის დროშის დაკიდებით ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ლგბტქ თემის მიმართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთმანეთის უფლებების პატივისცემა ყველას ვალდებულებაა. ? ?️?
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის – დროშა არ მოგვიხსნია! ?️?
კომენტარები