გვერდი World Military-ანალიტიკა, ავრცელებს ფოტოებს და წერს:
“ახლა ერთი საინტერესო ინფორმაციის შესახებ უნდა გიამბოთ:
მოკლედ, ბოლო დღეების განმავლობაში, გვერდზე და პირადად არაერთმა ადამიანმა მოგვწერა, რომ თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა ადგილებზე შეინიშნება სპეციფიკური, აქამდე უცნობი, ფერადი საღებავით შესრულებული ნიშნები (ნახეთ ფოტოებზე), რომელთაც სლავური გარეგნობის ადამიანი(ები) ახატავენ სხვადასხვა ობიექტებს.
თავდაპირევლად, გადავწყვიტე ნაჩვენები ფოტო სურათებით, რომელზედაც ასახული იყო, სწორედ ეს ნიშნები, ინტერნეტ რესურსებში მომეძებნა რაიმე სახის ინფორმაცია მათ შესახებ,
იქნებადა ქუჩის მხატვრობაამეთქი,
თან, ნაცნობ ქუჩის მხატვრებს გადავუგზავნე აღნიშნული სურათები, თუ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ,
თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ინტერნეტ რესურსებში და ვერც ქუჩის მხატვრებიდან გავიგე რაიმე ამ უცნობი ნიშნების შესახებ,
შემდეგ, კერძოდ გუშინ საღამოს, გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა აღნიშნული ნიშნების მდებარეობა და განთავსების ინტენსივობა,
დავიწყე თბილისის ქუჩების შემოწმება, ძირითადად ცენტრალური უბნები საბურთალო, ვაკე, აგრეთვე ძველი თბილისის ტერიტორია – მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა, ვერე, აბანოთუბანი.
საერთო ჯამში აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა აქვს რაღაც მცირე განსხვავებები.
მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი, ნიშნების 95%+, რომელიც ვნახე, განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან.
ამასთანავე, რამდენიმე საინტერესო დეტალი – ყველა მსგავსი ნიშანი განთავსებულია ძირითადი საგზაო კვანძების სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, ნაკლებად მეორეხარისხოვან ქუჩებზე, როგორც წესი, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა საგზაო კვანძების სიახლოვეს არის დაპროექტებული.
აგრეთვე, ძველი თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც გრუნტი შედარებით რბილია, შენობები ძალიან ძველი და პრაქტიკულად არ არის მიწისქვეშა ობიექტები, იკლებს ნიშნების ინტენსივობა, თუმცა იქ ყველა ახალ ან საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობასთან, რომელსაც გააჩნია ან მიწისქვეშა პარკინგი ან მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტია, რომელსაც ექნება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, კვლავ გვხვდება მსგავსი ნიშნები.
ძიების ბოლოს, უკვე ისე ვიყავი, რომ წინასწარ ვხვდებოდი სად შეიძლებოდა შემხვედროდა კიდევ მსგავსი ნიშანი,
აი, იმ სარდაფთან, რომელიც თვალით ხილულია. აიი, მოწისქვეშა გადასასვლელთან. აი, იმ ხიდთან. აი, იმ ბანკთან. აი, იმ პარკინგთან და ა.შ.
ამასთანავე, ნიშნები არ გვხვდება ქუჩის მხატვრების მიერ მოხატულ და ძირითადად გამოყენებად ობიექტებზე, იქნება ეს კედლები, მიწისქვეშა გადასასვლელების შიდა ტერიტორია, “არკები” თუ სხვა მხატვრების მიერ გამოყენებადი ადგილები.
აღნიშნული “დამთხვევები”, როგორც მინიმუმ სერიოზული ეჭვის საფუძველია, თუ რა მიზნით კეთდება, ასე კანონზომიერად ნიშნები, თანაც სლავური გარეგნობის ადამიანებისგან, რასაც ალბათ უნდა აქცევდეს ყურადღებას ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები,
და თუ არ აქცევენ, აქვე მოვნიშნავ მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia და მივმართვ, რომ ბევრი მსგავსი “მარკირება” განთავსებულია ობიექტზე, რომელსაც ხედავს ვიდეო-კამერები, შესაბამისად, თქვენთვის მარტივია ამ ჩანაწერების ამოღება და მათზე გასვლა,
ამავდროულად, მივმართავ თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს,
თუ უკვე გვიან არ არის გადაღებონ აღნიშნული ნიშნები.
და აქვე მოგმართავთ თქვენ, თუ კი გსმენიათ აღნიშნული ნიშნების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, დაწეროთ კომენტარებში.
მადლობა ყურადღებისთვის.”
კომენტარებში აქვეყნებენ ფოტოებს და წერენ:
ვაკე, მაგთის ოფისთან
სოფელი იგოეთი მწკრივზე ეს ნიშნები ეხატა, ფოტო ერთი თვის წინანდელია.
ისევ მარჯანიშვილი
პეკინზე ვნახე ზუსტად ასეთი სამ ადგილას. და კიდევ ერთი უცნაურ ამბავს შევესწარი ორშაბათს, სადგურის მოედანზე ერთი ქალი (40 წლამდე) კამერებს უღებდა ჩუმად ფოტოს. პოლიციელს ვუთხარი და გავარკვევთო. შეიძლება პარანოიკულია, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყურადღებით ყველა
მხატვრებთან
ამასწინათ წერდა ფეისბუქ მომხმარებელი, იდენტურ ნახატებს ბორჯომ-ბაკურიანში აკეთებდა ვიღაც რუსიო, რამოდენიმე ობიექტზე გააკეთაო…
მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ერთგვარი ნიშანი ღორებისთვის, შესაძლოა საღებავი შეიცავდეს ნივთიერებას, რომელიც ამოიცნობა ჯპს სისტემის მიერ ზუსტი კოორდინატების განსასაზღვრად…
ყველა შემთხვევაში უბრალოდ გასატარებელი ამბავი არაა, ყურად უნდა იღოს სუსმა, შსს-მ და ყველამ, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება აბარია….
რაც არ უნდა უყვავო იმ დიდ ღორს, უკრაინის საქმეს მოითავებს თუ არა (ღმერთმა ნუ ქნას), შემდგომი სამიზნე ჩვენ ვართ…
ღმერთმა ქნას ვცდებოდე
ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელთან
მარჯანიშვილის 28
ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელი.
აღმაშენებელის 153, პლეხანოვი
ბარნოვის 73, ხიდთან
ვერაზეცაა
გამრეკელი-ცინცაძის კვეთაა.
ქეთევან წამებული
შოიგუს ინტერვიუ.
სკოლის შენობა, აბაშიძის #15
ეს ჩემი სადარბაზოს შესასვლელთან გაჩნდა ასფალტზე ომის დაწყებიდან მალევე. საღებავი უხარისხო იყო და მალე გაფერმკრთალდა. დაახლოებით 1 თვის წინანდელია. ფოტო რამდენიმე დღის წინ გადავიღე. არ ვიცი ის ციფრი სამიანია თუ ცხრიანი, მაგრამ მესამეზე ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც კარზე უკრაინის დროშის სტიკერი აქვს მიკრული და მეცხრეზე ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ომამდე არიან დიდი ხნით ადრე ჩამოსულები და მაცხოვრებლები.
არ ვიცი რას ნიშნავს და რისი თქმა უნდოდათ, (სადარბაზო ნუმერაციით პირველია) მაგრამ საღებავი უხარისხო შეიძინეს და ცოტა ხანში თითონაც ვერ გაარჩევენ რა იყო დახაზული. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი, როგორც სახელმწიფო უნდა განადგურდეს!
გმირთა მოედნის მიწისქვეშა ამოსასვლელი კოსტავას გამზირის მხარეს, ფილარმონიისკენ რომ მიდიხარ, არა ერთი, არამედ რამოდენიმეა:
ასე დაიწყო უკრაინაშიც. მონიშნული ადგილები, რომლებზეც უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა. ამიტომ დავწერე თავის დროზე, სახიფათოა ამდენი რუსის შემოდინება საქართველოში. რამდენი ჯაშუში და დივერსანტია მათ შორის ვინ იცის
ცოტა სხვანაირია მაგრამ მგონია რომ საერთო ხელია. კიდე ცალკეული სვასტიკებიცაა გვედზე
მარჯანიშვილის და უზნაძის კვეთაზე, ასევე მიწისქვეშასთან.
ასეთი წარწერებიც ძალიან მრავლდაა და პირდაპირი კავშირი რო იყოს მერე ეძახეთ სისულელე…
მე და ჩემმა მეგობარმა მარკერით გადავხაზეთ და მივაწერეთ რაც საჭირო იყო…
ალბათ პულივიზატორით უნდა ვიაროთ ქუჩებში .
აი, ეს განცხადება შეიტანეს დღეს, როგორც ვიცი, ჩვენმა თანამოქალაქეებმა ამის თაობაზე და პასუხს ელიან.
რუსთაველი, თავისუფლება, ვერა, ვაკე, საბურთალო სრულად მოხატულია მსგავსი სიმბოლოებით
ეს გადავიღე ორბელიანზე, მანქანა ექსპონატზე. მის ქვეშ მიწისქვეშა სადგომია
არაერთი მეც და მეგობრებმაც შევამჩნიეთ ბევრ ადგილას. ბოლო 2 თვის პერიოდში დახატულებია
მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი სპორტის სასახლის მხარე
უკრაინაში ომამდე
კომენტარები