ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო.
ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, – განაცხადა ემერ ქუკმა.
მისივე თქმით, უწყება ასევე არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიურ მოვლენებს უკავშირდება.
კომენტარები