ევროპული წამლების სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ AstraZeneca სახელი შეიცვალა და გახდა Vaxzevria.
სახელწოდების ცვლილება არ ნიშნავს შემადგენლობის ან სხვა რაიმე კომპონენტის ცვლილებას, შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ შეფუთვა.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. fizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა დღეს, 30 მარტს დაიწყო.
30 მარტის მონაცემებით სულ აცრილია 5706 ადამიანი.
წყარო: ტაბულა
კომენტარები