ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებში იქნება დაშვებული.
“დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი” – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ
კომენტარები