სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი გამოუვლინდა. ექთანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
კლინიკის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.
„კლინიკაში შემოყვანის დროს პაციენტს ჰქონდა მსუბუქი ტემპერატურა. თუმცა ახლა აღარ აქვს. აღენიშნებოდა საერთო სისუსტე. თუმცა კლინიკური ანალიზები დამაკმაყოფილებელია და ნორმაშია. ცვლილებები არ აქვს“, – აღნიშნეს ინფექციურ საავადმყოფოში. თუმცა არ დააკონკრეტეს, არის თუ არა ეს პაციენტი კოვიდზე აცრილი.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს ხანში გაავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე, კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები