COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეჩერდა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში – ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიზეზს არ ასახელებენ და ამბობენ, რომ განმარტებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.
სავარაუდო მიზეზია, შესაძლო გვერდითი მოვლენების სამართავად არსებული პრობლემები იყო, “ალიას” ინფორმაციით, ვაქცინაციას მხოლოდ ის კლინიკები გააგრძელებენ, ვისაც აქვს იმის საშუალება ადგილზე მართოს ალერგიული რეაქციები, ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ ახალციხის კლინიკას არ ჰქონდა ადგილზე ასეთი რეაქციის ამოცნობის და მართვის შესაძლებლობა – ამაზე ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.
ვაქცინაცია გრძელდება ბათუმსა და ქობულეთში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 15 მარტიდან რეგიონში “ასტრაზენეკას” ავქცინით აიცრა ჯანდაცვის სფეროს 330 თანამშრომელი.
კომენტარები