ექიმი, სოფო ბერიძე:
“აჭარაში დღეს ნიღბების მოხსნის კი არა, გაკეთების დროა
იქნებ, მთელი პანდემიის მანძილზე, ერთხელ მაინც შევძლოთ და რეგულაციები მოვარგოთ რეგიონის ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და სეზონს.
შარშან, სანამ ვუჰანის სტატისტიკას არ გადავასწარით, შეზღუდვები არ დაწესდა და წელს თითქმის 5 თვით დაგვიანდა მოხსნა.
ასე რთულია რეგიონ სპეციფიური საჭიროებების გამოვლენა?!
ან სულ რაღაც 300000 მოსახლეზე სერო-პრევალენტობის კვლევის ჩატარება?
იქნებ დახურულ სიცრცეშიც აღარ გვჭირდება ნიღაბი?!
ან იქნებ შიდა და განსაკუთრებით რუსეთიდან მიგრაციის გეომეტრიულად მზარდი სტატისტიკა გვაშინებს?
მაშინ რატომ არ ვუწესებთ განსხვავებულ ბაჟს და შეზღუდვებს ჩრდილოელ მეზობლებს?!
და თუ ავწონეთ და სამომავლოდ ჯანმრთელად მშიერი ყოფნის რისკი აღემატება კოვიდის რისკს – მაშინ რა შევცცალეთ ჯანდაცვაში?!
დაცვაში გადავინაცვლეთ, მაგრამ ვინ ან რა დავიმატეთ?!
სასწრაფოს ბრიგადებიც კი დეფიციტშია ტურისტულ სეზონზე…
ისევ მოსახლეობა და ექიმები პანდემიის პირისპირ.. ისევ ერთეულების ზურგზე გადავლილი ტალღები…
p.s. რანდომულად, ყოველი 10 შეკრებილ მოსახლეზე აჭარაში, მინიმუმ 5 ასახელებს კოვიდის გადატანას. აჭარიდან გავრცელების ვერსია წელს აღარ იმუშავებს.”
კომენტარები