აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი შესაბამის დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც დირექციას ხვალ წარუდგენს. მათი მთავარი მოთხოვნა არის შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია.
მაია მერკვილაძე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა და ახალ ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა. დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მერკვილაძეს თოქ-შოუს პროდიუსერობა და რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობა შესთავაზა.
კომენტარები