ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილი:
“დაბურული შუშებით და წინა შიტოკში ჩადგმული ციმციმებით უშიშროება ან მთავრობა დაბრძანდება ხო?
რამდენიმე წუთის წინ ჩამიდგა საცობში უკან ეგეთი შავი ჯიპი და ატეხა სიგნალები რო არ გავატარე და რაღაც მომენტში ამომიდგა გვერდით და იქნევს ხელებს.
ჩამოვწიე ფანჯარა და მეთქი, სასწრაფო შენ არა ხარ, სახანძრო შენ არ ხარ, პატრული შენ არ ხარ და ისე *ლეზე არ მკიდია რომელი ბობოლა გადაგყავს A წერტილიდან B წერტილამდე, რას დაიტრიალე თითი მეთქი და მიყურებდა დაქლიავებული სიფათით.
საქართველოს მთავრობა არ გეკუთვნით გატარება არსად რომ იცოდეთ, მეტიც, სამუდამოდ საცობში დგომა გეკუთვნით.”
კომენტარები