საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “რუსთავი2”-თან ინტერვიუს დროს, საუბრობს რაგბში რუსეთ-საქართველოს მატჩზე და ამბობს:
“ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი მაგარი რაგბისტებით, ჩვენი სპორტსმენებით, ჩვენი გმირი ბიჭებით, მჯერა, რომ ისინი კვირას კიდევ ერთ, დიდი გამარჯვებას მოიტანენ… რაგბში.
როგორც პოლიტიკოსს და მოქალაქეს მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის მივცეთ საშუალება ინტრიგა, პროვოკაცია შეიტანოს სპორტში. მნიშვენელობა არა აქვს რომელი გუნდი ჩამოდის. სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი არის ერთ მხარეს და მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან.
ხალხთა შორის ურთიერთობა ერთია, ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა პანდემიამდე, ახლაც ჩამოდიან და დიდი სურვილი მაქვს კიდევ ჩამოვიდნენ და ჩვენ ლამაზ ქვეყანაში დაისვენონ, პირიქით, ხალხთა შორის ურთიერობა უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა. ასევეა სპორტსშიც, ბევრი ჩვენი სპორტსმენი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, პოლიტიკას უნდა დავაშოროთ სპორტი.
მესმის, გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან პროვოკაციის მოწყობას, ვაფრთხილებ ყველას, ნებისმიერ პროვოკაციას ექნება მკაცრი რეაგირება… მნიშვნელობა არა აქვს დროშებს მიიტანენ, თუ არა, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
რა უნდათ ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს კარგად ვიცით, მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერება, ტურიზმის გაჩერება, ახალი ომის დაწყებაც, ნებისმიერი პროვოკაციის გართულება, ამაში ხედავენ ხელისუფლებაში დაბრუნების გზას. ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენი პასუხი ნებისმიერ პროვოკაციაზე იქნება მკაცრი. არავის მივცემთ სიტუაციის არევის საშუალებას. უპრეცედენტო რამ მოვახერხეთ, 9 წლის განმავლობაში, ჩვენ ქვეყანას არ ქონია ომი. ოკუპაციის პირობებში შევიმარჩუნეთ მშვიდობა.”
კომენტარები