ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“პატივცემულო პოლიტიკოსებო, პატივცემულო საზოგადოებავ!
დადგა დრო, როდესაც საქართველოს კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ მუხლი 78. ეს მუხლი, რომელშიც ნათქვამია: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ეს მუხლი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არსებულ პოლიტიკურ მისწრაფებებს.
თუ ამას არ გააკეთებთ, ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის წინააღმდეგ გალაშქრების, ან ამ ჩანაწერის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის უნდა დადგეს საქართველოს პარლამენტის არაერთი წევრისა და არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამიტომ გულწრფელად გირჩევთ ეს გააკეთოთ, სხვა შემთხვევაში დრო და ხანდაზმულობა არ უშველის პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენს წინააღმდეგ წესით ახლა, მაგრამ მომავალში უეჭველი დადგება.
ასევე, ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლის – ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, (დაუსრულებელი ვოიაჟები ოკუპანტ ქვეყანაში და სახელმწიფოს – ხელისუფლების მიერ არადელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოლაპარაკებები ), 313-ე მუხლის – სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (პირდაპირ ეთერებსა და ღია წერილებში სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის კონტექსტში ჩასმული დანაშაულებრივი ქმედებების მომსწრე ლამის ყოველდღიურად ვართ), 315-ე, 316-ე, 317-ე, 320-ე, 321-ე მუხლების საჯაროდ დარღვევის და შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომსწრენი, რაც საბოლოოდ ძალიან უნიჭოდ და არაპროფესიონალურად, მუდმივად გამოხატვის თავისუფლებით ან პოლიტიკური ინდულგენციებით იფუთებ-იჩქმალება.
ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, სსკ-დან საერთოდ ამოვიღოთ – კარი მეთერთმეტე, დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ – თავი XXXVII – დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ…
თუნდაც ათი წლის შემდეგ, არავის წამოსცდეს, რომ არ გაგაფრთხილეთ….”
კომენტარები