აჭარის მთავრობასთან ამ წუთებში აქციაა, ადგილზე მისულია ხელვაჩაურის მოსახლეობა და ოპოზიცია, ისინი მერთან შეხვედრას და აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს ითხოვენ
ბათუმის მერიასთან უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავები არიან მობილიზებული, მეტიც, ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. მათ არჩილ ჩიქოვანის კაბინეტთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და არავის უშვებენ. არის თუ არა თავად არჩილ ჩიქოვანი სამსახურში, ეს უცნობია.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ ყოველდღიურად მოითხოვენ ბათუმის მერთან შეხვედრას, როგორც ჩანს, სწორედ ამას მოჰყვა იქ პოლიციის და კრიმინალური პოლიციის მობილიზება, როგორც ჩანს მოსახლეობის სურვილი, შეხვდეს ქალაქის მერს – კრიმინალური დანაშაულია.
“ატკატები მივიდა ამ თავგოროხასთან, გაწკენტილი მამლაყინწა როა რიჟვაძე… უნამუსოა, როგორ ძინავს?”; “კორუმპირებულია, თოვლი ვერ გაუწმენდიათ და კუნძულს პირდება მოსახლეობას, ეს არის დაცინვა” – აცხადებენ აქციაზე.
ვიდეო – ტვ პირველი
კომენტარები