თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, კახა ესებუა:
“სანამ თემა დატრიალდება მინდა თავიდანვე გამოვეხმაურო. ჭორის დონეზზე დაიწერა, რომ უკრაინაში ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდალი ალექსანდრ დვორნიკოვი. ატყდა ამბავი, რომ აი ახლა შეიცვლება რუსული ჯარი და სულ სხვანაირად იომებს, მაგას სირიაში აქვს გამოცდილება და ა.შ. თავიდანვე მინდა გითხრათ, სრული სისულელეა. თუ რამე შეიცვლება, ეს ცვლილება იქნება გენერალური შტაბიდან და არა პირადად დვორნიკოვიდან. ქვემოთ განვმარტავ რამდენიმე საკვანძო საკითხს.
1. სირიაში ოპერაციების ხელმძღვანელებად პრაქტიკულად ყველა მაღალი რანგის სამხედრომ იმსახურა როტაციის პრინციპით. დვორნიკოვი უბრალოდ პირველი იყო. შესაბამისად, ეს გამოცდილება პრაქტიკულად ყველას აქვს (იხილეთ პირველი ფოტო).
2. დვორნიკოვი სამხრეთ სამხედრო ოლქი პასუხისმგებელი იყო ყირიმსა და დონბასზე. ამ მიმართულებაზე სამხრეთ დერეფნის გარდა არავითარი წარმატება არ არსებობს. დონბასის ალყა წესით მათ უნდა გაეკეთებინათ (დასავლეთ სამხედრო ოლქთან ერთად), მიკოლაევი და ოდესაც მათ უნდა აეღოთ. მარიუპოლიც სხვათაშორის. რეალობა კი ვიცით რაცაა. ახლა ყველა სხვა დანარჩენი ძალა მოდის იმისთვის, რომ დაეხმაროს ამ ოლქის ძალებს მისი ჩავარდნილი ამოცანის შესრულებაში (სხვებმა რომ თავის მიმართულებაზე ჩაისვარეს, ცალკე ამბავია).
3. მისი ოლქში 3 არმია შედის. აქედან 2-ის მეთაური უკრაინაში დაიღუპა. დაიღუპა ერთი დივიზიის მეთაურიც (უკრაინელების ინფორმაციით).
4. ერთი ჩვეულებრივი რუსი გენერალია, პუტინის ხანის. შეეშვით გაფეტიშებას და უცოდინარი ჟურნალისტების მიერ რაღაც სენსაციის შექმნის მცდელობის მხარდაჭერას.”
კომენტარები