საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
დღეს ალბათ ბევრმა შეამჩნია ე.წ. ქიმტრეილების არნახული რაოდენობა ცაზე.
ერთია გეოინჟინერიის აბსურდული პროექტი, რომელშიც მილიარდები იხარჯება ვითომ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად და მეორეა ადამიანების საოცარი უნარი ფართოდ დახუჭოს თვალები და არ დაინახოს რეალობა.
ჰოდა, ამ ფართოდ დახუჭული თვალების მქონეთათავის დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის დევნას დაიწყებენ იმ პილოტების მიმართ, რომლებიც ქიმტრეილებს აფრქვევენ.
თუმცა, ქიმტრეილები რა მოსატანია იმ ტოქსიკურ გარემოსთან შედარებით, რასაც ჩვენი პოლიტიკუმი ქმნის მიწაზე.
ამათი ტოქსიურობა ერთია და როცა მათ მიერ შექმნილ აღქმების რეტლანსირება აღქმოიდების( ადამიანების-ახალი სახეობაა -ჰომო ნონსაპიენს აღქმოიდუს) მიერ ნამდვილ ზომბი აპოკალიფსის ატმოსფეროს ქმნის.
სიტუაციის ტრაგი-კომიკურობა განსაკუთრებით რელიეფური იყო ხაზარაძის და ამქარის მსვლელობისას ბეთჰოვენის გმირული სიმფონიის თანხლებით.
შემეცოდა ლუდვიგ ვანი, წარმოვიდგინე რა სახე ექნებოდა ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოსული მიხაელ როთის დანახვაზე და როგორ დაკარგავდა რწმენას კაცობრიობის მიმართ.
ისე საინტერესოა ამ აღქმოიდების რეაქცია, რომლებსაც ახლა აქეთ-იქით აწანწალებენ უსაკურთხო მკვდრებივით, როდესაც მათი მწყემსები პარლამენტში შესრიალდებიან.
თუმცა, არა მგონია, რამე სწორი დასკვნა გამოიტანონ- აღარ გავიმეორებ რა ეწოდება მოვლენებიდან დასკვნების გამოტანის უუნარობას.
კომენტარები