12:57, ორშაბათი, 25 ნოემბერი, 2024

“აწიეთ ტ@აკები და მოგვაწოდეთ იარაღი, ოქროს თეფშებით რომ სადილობთ” – პრიგოჟინი “ზემოთ” მდგომებს

მისი თქმით, მისი კავშირები, ნაცნობობა და გავლენა ამ პრობლემის გადასაჭრელად უძლური აღმოჩნდა, რადგან ბოლოს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ კონკრეტული მოხელე თითს ზემოთ იშვერს და ამბობს: “ზემოთ უნდა გადაწყვიტონ”, ზოგი კი, პრიგოჟინის თქმით, პირდაპირ ეუბნება, რომ მას “ზემოთ” ბოდიში აქვს მოსახდელი და მხოლოდ ამის შემდეგ, ვაგნერელები საჭირო საბრძოლო მასალებს მიიღებენ.

ევგენი პრიგოჟინი პირდაპირ ამბობს, რომ იცის არათუ კონკრეტული სამხედრო ნაწილების, საწყობებისა და ყუთების ნომრებიც კი, სადაც საბრძოლო მასალები ინახება და ფრონტის წინახაზზე არ იგზავნება.

არსებულ სიტუაციას პრიგოჟინი “საბრძოლო მასალების შიმშილს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ სიტუაციის გამო, ახლა ორჯერ მეტი ვაგნერელი იხოცება, ვიდრე იმ შემთხვევაში დაიხოცებოდა, მიწოდების საკითხი რომ ნორმალურად იყოს გადაწყვეტილი:

” ვეკითხები 140 მილიონ რუსს: ვის წინაშე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მივმართავ გენერლებს, ოქროს თეფშებით რომ სადილობენ და თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს დუბაიში და სხვაგან უშვებენ დასასვენებლად: აწიეთ ტრ**ები და მოგვაწოდეთ საბრძოლო მასალები! ვინც ამას ხელს უშლის, ის პირდაპირ მტერზე მუშაობს, მტრის გამარჯვება სურს!”, – ამბობს პრიგოჟინი გავრცელებულ აუდიომიმართვაში, ოდიშინიუსის ცნობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი