ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“სამჯერ მივედი აცრაზე.
პირველ ჯერზე მთლად ჯანზე ვერ ვიყავი და არ ამცრეს.
ოკ. გასაგებია. გამოვბრუნდი.
დღეს შუადღისას ისევ მივედი და ექიმმა რომ გაიგო, სამი წლის წინ ალერგიული რეაქცია მქონდა, ხელები გაშალა, გასწორდა წელში და სანამ ალერგოლოგი არ გნახავს, მე შენი ამცრელი არა ვარო.
წავედი ალერგოლოგთან. გამიშვა რაღაცა ანალიზზე. პასუხი ორ საათში იქნებაო.
მოვბრუნდი სახლში. სამი საათის მერე ისევ მივედი, ავიღე პასუხი, შევედი აცრის კაბინეტში, დამხვდა სხვა ექიმი და სანამ ისიც წელში გასწორდებოდა და ხელებს გაასავსავებდა, გამოვაცხადე, თუ არ ამცრით, მე ამაღამ სახლში ცოცხალი არ მივალთქო.
ეს სხვა ექიმი გამოდგა ოქრო და ბრილიანტი ქალი, ულაპარაკოდ მომცა აცრის უფლება, ფოტოც გადამიღო, შემაქო კიდეც, დაყოვნების ოთახშიც გამომაკითხა და დამხედა.
მოკლედ, როგორც ჩემს თავს ეზ იუჟუალი ხდება ხოლმე, აცრაც მას მერე მეღირსა, რაც ცხრათავიანი გველეშაპი მოვკალი, წიქარასავით სავარცხელი გადავაგდე და ვასილისა პრეკრასნაია ივანუშკა დურაჩოკს მივგვარე.
აიცერით, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ.
ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ, არის აცრა.”
კომენტარები