მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
“ნებისმიერი სასარგებლო რჩევა-დარიგება თუ მოწოდება უფასურდება, თუ იგი ტვინის ტყვნის რეჟიმში მიმდინარეობს – ანტივაქსერების და ვაქსერების ფლანგებს მივმართავ…
ჩემი მეგობრის, ზაალ ანდრონიკაშვილის ვოლზე გადავაწყდი ფაქტს, როცა აცრილ ქალს სოფელში აღარ ეკონტაქტებიან და განკვეთილი ყავთ ჯადოქარივით. დავმუნჯდი. უკიდურეს სიბნელესთან გვაქვს საქმე.
თუმცა არანაკლები სიბნელეა ვაქცინაციის სავალდებულო აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებები. ნაკლები ისტერია, ძმებო, ნაკლები ისტერია. და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს…
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ – თუ აქ ვინმეს ჩემი სჯერა და მენდობა. PAX
კომენტარები