ალერგოლოგი-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, “ტვ პირველთან” ვაქცინასთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს.
მითი, თუ რეალობა: – “ვირუსისგან არ გვიცავს, აცრილები იგივენაირად ინფიცირდებიან და გადამდებები ხდებიან”
ბიძინა კულუმბეგოვი:
“ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ამერიკაში, ალფა ვარიანტის დროს, ორჯერ ვაქცინირებულ ადამიანებს მოუხსნეს შენობის შიგნით პირბადის ტარების ვალდებულება, ახლა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, შემოიღო ისევ, დახურულ შენობაში (ორჯერ ვაქცინირებულებისთვის) პირბადის ტარების ვალდებულება, რადგან, მათ ნახეს, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში, თუ ავად ხდება ორჯერ ვაქცინირებული, მას გადაცემის უნარი იგივენაირი აქვს, როგორც არაცაქცინირებულ და ინფიცირებულ ადამიანს, ოღონდ… ერთი ამბავია აქ, რომელსაც, მათ სასარგებლოდ იყენებენ ანტივაქსერები, ან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები.
ჩვენ არ ვიფიქროთ, რომ ვაქცინები, რომლებიც დღეს არის ჩვენთან, ან მსოფლიოში, მათ დელტა ვარიანთან მიმართებაში, მსუბუქი დაავადების, ან ასიმპტომური მტარებლობის პრევენციის უნარი შეუმცირდათ, ან ნული გაუხდათ. 95 პროცენტიდან მოიკლო 15-20 პროცენტი, მაგრამ 70 პროცენტით საშუალოდ, ის საერთოდ აგვარიდებს დაავადების განვითარებას – ეს უზარმაზარი პროცენტია. ეს 70 პროცენტი არის აუცრელთან შედარებით. ამიტომ, რასაკვირველია, აცრა მუშაობს და თუ ინფიცირდება ორჯერ აცრილი ადამიანი, რასაკვირველია, მანაც უნდა ატაროს პირბადე და მოერიდოს საზოგადოებას, მაგრამ ის რომ ვაქცინა საერთოდ არ იცავს, ეს არის მტკნარი სიცრუე და 60-70 პროიცენტამდე, ვაქცინას შეუძლია აგვარიდოს ავადობა”.
კომენტარები