რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა მოქალაქეების მაღალი აქტივობის გამო რეგისტრაციის ყველა ფანჯარა უკვე დახურულია.
“ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი სამივე ვაქცინით მიმდინარეობს, რაც საქართველოშია. ვაქცინაციისთვის გამოყოფილია 16 ოთახი. დღეს “სინოფარმის” ვაქცინით პირველი ამირან გამყრელიძე აიცრა. აცრისათვის ყველა ფანჯარა უკვე შევსებულია. ასე, რომ რომ მოინდომოთ დარეგისტრირება, ვერ დარეგისტრირდებით.”, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე.
ცნობისთვის, დღეს სინოფარმის ვაქცინით ამირან გამყრელიძე საჯაროდ აიცრა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოფიციალური წყაროები ადამიანებს მოუწოდებენ იაქტიურონ და აიცრან, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ვაქცინის შემოტანის პრობლემა უფროა, ვიდრე მოსახლეობის აქტიურობის.
კომენტარები