უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძე:
“ხაზარაძე უვიცი და ბრიყვი.
მამუკა ხაზარაძე ხშირ-ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომ თითქოს ოცნება ვერ გადალახავს 40%- საც კი და აქედან გამომდინარე დაინიშნება, ვადამდელი არჩევნებიო.
ამ კაცმა ეტყობა არ იცის კითხვა, არ ესმის რას ნიშნავს კანონის უზენაესობა. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ “ლელო”-ს რომელიმე წევრს, რომელსაც ხაზარაძისგან განსხვავებით გაქვთ წაკითხული კონსტიტუცია და გესმით მისი მნიშვნელობა.
აუხსენით თქვენს თაღლით თავმჯდომარეს, რომ კონსტიტუცია არ იცნობს ისეთ ნორმას, რომელიც 43 კი არა, ნებისმიერი პროცენტის ვერ აღების შემთხვევაში, ითვალისწინებდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
აუხსენით ამ პოლიტიკურ სიბეცეში მყოფს, რომ რევოლუციის გარდა სხვა მექანიზმი არ არსებობს მისთვის და ნაცებისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, ხოლო რევოლუცია შეგიძლიათ დაივიწყოთ, ვინაიდან ქართველ ხალხს ხელისუფლებაში არც სადისტები და არც თაღლითი მევახშეები არ უნდა.”
კომენტარები