უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ უკრაინის პრეზიდენტსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართა:
“ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერმინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება საქართველოს არაფორმალურ მმართველად. ამავდროულად, მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, წინ წევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 2012 წელს მან შექმნა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც დღეს არის მმართველი პარტია და რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს მაიდანის შედეგს, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. 2022 წელს კი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ვაჭრობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია და პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სულისკვეთებას.
სანამ ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის და მათ ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება”.
კომენტარები