აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც უნდა ჩასვათ ციხეში – ასეთი იყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის პირველი რეაქცია გიგი უგულავას პატიმრობის თაობაზე.
„დღეს, მაშინ, როდესაც ოპოზიცია აქ შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა, რა პრინციპი შეიძლებოდა დაედო საფუძვლად კომპრომისს, კიდევ ერთხელ გვითხრა რეჟიმმა, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნებიც. ჩემი ხელი არის მთავარი, რასაც მინდა იმას გავაკეთებო.
ამიტომ, თეზისურად გეტვით: პირველივე რაუნდიდან ამ დიალოგზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, ვინც და რა რაოდენობისაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია.
მესამე, გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ მთელი ოპოზიცია მაგიდასთან დაჯდეს და ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდეს, არ დაუყენონ კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც უნდა ჩასვათ ციხეში“, – ამბობს ვაშაძე.
თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მას 3 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კომენტარები