აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი ეხმაურება. მის განცხადებას ადგილობრივი სამთავრობო მედიასაშუალება Global Times ავრცელებს.
“ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ… ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და “ტაივანის დამოუკიდებლობის” სეპარატისტულმა ძალებმა”, – ამბობს ის.
ასევე, გამოცემა Global Times წერს, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან კამბოჯაში შეხვედრას არ გეგმავს, რაც, როგორც აღნიშნული სამთავრობო მედიასაშუალება წერს, „ასახავს სიტუაციის სიმძიმეს, ისევე როგორც ტაივანის საკითხთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პროვოკაციის მიმართ ჩინეთის აღშფოთებას“.
კომენტარები