თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, მთავარ არხთან, ამბობს:
“მოვედით აქამდე, როდესაც უკრაინის ომის წლისთავზე, რუსული აგრესიის წლისთავზე, ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება, საჯაროდ, ღიად, კამერების წინ პოზიციონირებით უარს ამბობს კიევში წასვლაზე, იმიტომ, რომ თურმე გაბრაზებულია. ამაზე მეტი დიაგნოზი, არამგონია ვინმეს შეუძლია მათ დაუსვას, რაც თავად დაისვეს, რამდენად ავად არის ქართული სახელისუფლებო პოლიტიკური სისტემა.”
კომენტარები