ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში, წერს:
„ადამიანის ფსიქოლოგიაზე თამაში, მითუმეტეს თუ თანამდებობა გიწყობს ხელს და მედიას მოიხმარ, უადვილესია.
სხვა დაავადებებიც ისე რომ გვაპანიკებდეს, როგორც ეს გაციების ვირუსი, ალბათ დიდი ხნის უნახავი გვეყოლებოდა კაცობრიობა.
მაგალითად არ დავალევინოთ კოკაკოლა ბავშვებს, არ მივცეთ ჩიფსები, რადგან ეს მართლა მოურჩენელ დაავადებას, სიმსივნეს იწვევს !
არ ვიაროთ სტომატოლოგთან, სალონებში, რადგან დიდი შანსია იქ ც გეპატიტი ავიკიდოთ!
არ ვინერვიულოთ, რადგან ნერვიულობა, შიში და შფოთვა აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს დაავადებების ბუკეტს! მოურჩენელს და მართლა სასიკვდილოს !
მაგრამ ამის შესახენ არ გაჰკივიან ტვში ყოველდღე და არც არავინ ითვლის უსახელო უგვაროდ უამრავ დაავადებულს თუ გარდაცვლილს !
ყველაზე საშიში თურმე სამყაროში კოვიდი ყოფილა.
თუმცა თუ ტელევიზორს გამორთავთ და უბრალოდ გაისეირნებთ ქუჩაში, მიხვდებით, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება!
მზე ისევ ამოდის!
ვიღაც ცივდება და ადვილად გადააქვს ავადმყოფობა ! ვიღაცას ურთულდება ! ისევე როგორც ყოველთვის ! ნებისმიერი ვირუსის დროს !
ღორის გრიპით ან ნებისმიერი ვირუსით, რა თქმა უნდა სახეში არავის ვაცემინებთ, არ დავდივართ სტუმრად და არც ბავშვებს ვუშვებთ სკოლაში !
არც საარჩევნო მასშტაბურ შეხვედრებს ვმართავთ და არც ხალხს ვაშინებთ, არც კუბოები გაგვაქვს ეკლესიებიდან და ოჯახებიდან !
ადრე თუ გვიან ყველა ყველაფერს მიხვდება და სამყაროში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება !
ზოგისთვის ადრე, ზოგისთვის გვიან !
მაგრამ მთავარი ის არის, მე ჩემს შვილებს არ ვზრდი შიშში და მონური განწყობით !
ჩემი შვილები თავის-უფალი ადამიანები არიან !
ავად გახდებიან – მორჩებიან !
ამისთვის კუბში არ ჩავსვამ და დეგრადირებულად არ გავზრდი !
ისინი არასდროს არ იქნებიან არავის ავადმყოფური ამბიციების მსხვერპლი ! თუნდაც მსოფლიო დონეზე !
მათ ყოველთვის ექნებათ არჩევანი ! იცხოვრონ შიშით თუ იცხოვრონ მებრძოლ თავისუფალ ადამიანებად !
ჩვენი შვილები, სხვანაირები უბრალოდ ვერ იქნებიან ! შვილი მშობლისგან იღებს მაგალითს !
ყველას ჯანმრთელ ფსიქიკას და ნერვებს გისურვებთ!“
კომენტარები