რეჟისორი ქეთი დოლიძე გუშინ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საბერძნეთში, ქალაქ ათენში შეკრებილმა ასობით ქართველს პასუხობს:
“ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!
ქეთი დოლიძის განცხადებას, რას სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
ლექტორი, არინა თავაკარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები …
შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?!
როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის? ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო?როგორ?!
მესირცხვილება..ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით”
წყარო – გურიის მოამბე
კომენტარები