რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს “ავადმყოფები” უწოდა.
“ავადმყოფები ხართ, გოგოებო”- მიმართა რუსმა დიპლომატმა ჟურნალისტებს ჟენევაში.
მედია დაინტერესდა აპირებს თუ არა ის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში გაზაფხულზე თბილისში ვიზიტს.
დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა: გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ იქნება. ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვედრაზე იმსჯელებენ.
კომენტარები