კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რამდენადაც ახლოვდება 9 აპრილი, მე და გიორგიმ, ჩემმა ძმამ ვისაუბრეთ 31 მარტს მთაწმინდაზე შექმნილი სიტუაციის შესახებ და მივედით ასეთ დასკვნამდე:
მიგვაჩნია, რომ უსერიოზულესი პრობლემაა ის, რაც უკვე წლებია ხდება 31 მარტს და 9 აპრილს მთაწმინდის პანთეონში. ავადმყოფი, დუჟმორეული, არაჰიგიენური და ირაციონალურად აგრესიული ადამიანები მძვინვარებენ ზვიადის და მერაბის საფლავებთან, შეშინების მიზნით კამერაც კი უდგათ, შეურაცხყოფას აყენებენ მიმსვლელებს, თვითონ წყვეტენ, ვის უნდა შეაფურთხონ ან აგინონ, არის ფიზიკური შეხების შემთხვევებიც, (მათ მაგალითად, 2009 წელს სადგისით დაჩხვლიტეს და სცემეს იქ მისული გია მაისაშვილი, ასევე არაერთ შემთხვევაში ჯვრები აქციეს ხელკეტებად) გლეჯენ და ფლეთენ მიტანილ გვირგვინებს, რომლებიც ადამიანებს სიყვარულით მიაქვთ, ქმნიან ისტერიის და აგრესიის გაუგონარ ატმოსფეროს.
ისინი სიტყვას არ ძრავენ ზვიადის და მერაბის ღვაწლზე და შემოქმედებაზე (ან რა უნდა დაძრან, რა იციან ან საიდან ამის კულტურა…) არამედ ძირითადად სხვა ადამიანების, მათ მიერვე “მკვლელებად” და “მოგზავნილებად” შერაცხულების ლანძღვა-თათხვით ან იქიდან გაგდებით არიან დაკავებულნი.
იგივე სიტუაცია, შედარებით დაკლებული ინტენსივობით გვაქვს მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოშიც.
რამდენადაც ეს უკვე სავალალო რიტუალად და ამაზრზენ ტრადიციად იქცა, ეს კოშმარეთის მკვიდრი არსებები უნდა აილაგმონ იქიდან! საზოგადოებრივი წესრიგი დაცული უნდა იქნეს სამართალდამცავთა მიერ და თუ არა, მაშინ ცალკეულმა პირებმა და ხალხმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ წესრიგის დამყარება.
ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ თავიანთი სიცოცხლე და შემოქმედება ქართველ ხალხს მიუძღვნეს და ისინი არავის კერძო საკუთრება არ უნდა იყვნენ! მათი პრივატიზაციის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს!”
კომენტარებში ადამიანები წერენ, რომ მათაც შეექმნათ მსგავსი ტიპის პრობლემები და ბავშვებით მისვლის უკვე ეშინიათ. კომენატრებში რამდენი ღიად საუბრობს “მანანა არჩვაძის სექტის წევრებე” და წერენ, რომ სწორედ ისინი არიან კონსტანტინე გამსახურდიას წერილის ადრესატები.
კომენტარებში ქვეყნდება სქრინებიც, სადაც ცოტნე გამსახურდია დედაზე საუბრობს:
კომენტარები