თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მთავარი არხი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს რომ სავარაუდოდ, გარდაცვლილია ერთი პირი. მათ მიერ მოწოდებულ კადრებში მხოლოდ ერთ დაზიანებული მანქანა ჩანს. სავარაუდოდ ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
“მთავარი არხი” დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. პასუხი მიღებისთანავე აისახება მასალაში.
კომენტარები