ზუგდიდი-ჯვარის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ლიაში მსუბუქი ავტომობილი, სავალი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.ფოტო: რადიოათინათი
კომენტარები