“ალიას” ინფორმაციით, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა.
ცარიელ ქუჩაზე მომავალი მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, რამდენიმე მანქანას შეეჯახა.
ადგილზე ზუსტად 2 წუთში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
მძღოლი დახმარების გარეშე გადმოვიდა ავტომანქანიდან და ამ წუთებში მას ექიმები სინჯავენ.
მძღოლი “იანდექსის” ტაქსის მანქანას მართავდა.
როგორ მოახერხა მან ქალაქის ცენტრალურ უბანში გადაადგილება ისე, რომ ავარიამდე იგი საპატრულო პოლიციამ ვერ შენიშნა – “ალიასთვის” ეს ფაქტი უცნობია!
კომენტარები