საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, დინა მორცხულავა:
“ავარიას შევესწარით, პატარა მანქანა იყო დაჯახებული დიდ ტრაილერს.
ჰოდა, ნაბიჯი შევანელეთ და ველოდები ახლა, როდის მოცვივდებიან ერთი ხუთი მანქანით პატარა მანქანისიანები, ხუთითაც – ტრაილერისიანები…
დასწვდებიან ამ მანქანებს, სადღაც ორღობეებში შეაგორებენ, მერე გაიყოფიან და დასცხებენ ერთმანეთს.
მაგრამ არაფერიც…არავინაც არ მოსულა, თავიანთ მანქანებს სურათები გადაუღეს, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ვუალა …. დამტოვეს გაჩიჩინებული…”
კომენტარები