დეკანოზი თამაზ ლომიძე:
“ძალიან სუსტია, ქვეყნისთვის გამოუსადეგარი და არაფრისმაქნისია ის ხელისუფლება, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. როგორც წყალი ვერასოდეს შეერევა ზეთს, ისე ქრისტეს მოძღვრება ვერასოდეს შეუერთდება ამქვეყნიური ძალაუფლებას. ვერცერთი წესიერი კაცი, ვერასოდეს დაიჭერს ხელში ერთდროულად ორივე მახვილს – სულიერს და კეისრისას. ეს შეუძლებელია. ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს. გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს. დაფიქრდით ამაზე ხალხო, გაიგეთ და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ!”
კომენტარები