საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება „ავერსის” კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელს უტარდება.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის” კლინიკასთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით „ავერსის” კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დღესდღეობით საყურადღებოა „ავერსის” კლინიკა.
კომენტარები